მაია რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ „ფაიზერის” ვაქცინით აიცრა. მისი თქმით, იმუნიზაციის შემდეგ მარჯვენა თვალით, რომელშიც მხედველობა დაკარგული ჰქონდა, გამოსახულებებს ხედავს.
ამასთან ის ვაქცინაციის პროცესაც აღწერს და სამედიცინო პერსონალის მხრიდან გამოჩენილ განსაკუთრებულ ყურადღებაზე საუბრობს.
„აცნობეთ მსოფლიოს რომ ,, ფაიზერი “ მხოლოდ კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინა არ ყოფილა! აცრა გავიკეთე გუშინ და იცით რა მოხდა? მარჯვენა თვალში მხედველობა არ მქონდა და აცრიდან მეორე დღეს გამოსახულებას ვხედავ! როგორც ჩანს იმუნურ სისტემაზე ,,ფაიზერი “ სერიოზულ ,,წესრიგს “ ამყარებს. მე არ ვარ ექიმი, მე მხოლოდ იმას გიყვებით რაც მოხდა! ჩემი დიაგნოზი- ,,გაფანტული სკლეროზია“! აცრის წინ ვესაუბრე ჩემთვის ყველაზე საოცარ და კომპეტენტურ
ადამიანებს : ( პროფესორ მარინა ჯანელიძეს Marina Janelidze , რომელიც წლებია ჩემს დიაგნოზს მართავს ! ალერგოლოგ-იმუნოლოგ -ბიძინა კულუმბეგოვს Bidzina Kulumbegov და ნევროლოგ -ნათია ოკუჯავას Natela Okujava) შემდეგ კი, მშვიდად წავედი სამედიცინო უნივერსიტეტის შენობაში
დაჯავშვილ ვიზიტზე ! არავითარი უკუჩვენება არ მქონია აცრის შემდეგ. ამ ამბავსაც მათთვის ვყვები ვისაც აცრის ეშინია, თორემ ჩემს ექიმებს უკვე ვაცნობე ამბავი და ასეთი შემთხვევები კვლევის საგანი გახდება … კლინიკაში რაც მოხდა, ესეც ცალკე თემაა .. ვიდრე ავიცრიდი
გასაუბრებაზე მიმიღო ახალგაზრდა , საოცარმა ექიმმა -ნინო ხურციძემ! ნინოზე ახლობელი გუშინ არავინ იყო ჩემთვის! სრულიად უცხო ადამიანი ვიჯექი მის წინ და გამაოცა ამ ახალგაზრდა გოგოს დამოკიდებულებამ .. დეტალურად შეისწავლა ჩემი ჯანმრთელობა. განიხილა ჩემი დაავადება . დეტალურად ამიხსნა რა ხდება როცა ორგანიზმში ვაქცინა შედის .. ჩემთან ერთად იცინა, იტირა კიდეც (გამოიცნო შავი სამოსი ) .. მერე შესვენება აიღო რამდენიმე წუთი და გამომყვა აცრაზეც .. ცრემლი რომ შემამჩნია მკითხა :
-მაია , გინდა გადავიფიქროთ რამდენიმე წუთით და გავისეირნოთ? ან სხვა დროისთვის დაგარეგისტრიროთ?
-არა, ნინო . სიკვდილის არ მეშინია, იქ ხომ შვილი მელოდება! -ვუთხარი, გავუღიმე და ავიცერი! თვალი არ მოუშორებია ის 5 წუთი! სპეციალურად მომაყოლა რაღაც ამბავი! არც მერე დავუტოვებივარ. დარბაზში ასჯერ გამომხედა 45 წუთის მანძილზე .. წყალი მომიტანა .. გამიღიმა, გამომაცილა! არსად არ ხდება ასე! დამშვიდობებისას ტელეფონის ნომერი ვთხოვე .. გამზადებული ფურცელი მომაწოდა ( თუ რამე კითხვა გაგიჩნდეს, დამირეკეო )! იმ დონეზე განიხილა ჩემი
დიაგნოზი -გამაკვირვა! ასეთი ადამიანები არიან გმირები! ფოტო არ გამოვიდა .. ( სათვალით არის ნინო და პაციენტს ესაუბრება ) მინდა რომ იცნობდეთ ამ საოცარ გოგოს! ნინო ხურციძე. მადლობა დიდი ადამიანობისთვის ! მადლობა თეთრი ხალათისთვის .. ნინო ორსულადაა .კოვიდგადატანილი. ბედნიერი დედობა ნინოს! ბედნიერი შემთხვევები ყველას ვინც აიცერით, ვინც უნდა აიცრათ და ვისაც ჯერ კიდევ გეშინიათ”,- წერს მაია რამიშვილი.