ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვალერი მელაძე სახალისო ოჯახურ ვიდეოს აქვეყნებს ახლად გამომცხვარი მშობლების ცხოვრებიდან.
ვალერი მელაძემ და ალბინა ჯანაბაევამ ვიდეოს ახალი სერია გადაიღეს ჰეშტეგით #заметкиродаков.
მელაძემ ვიდეო საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა წარწერით „ბედნიერია ის, ვინც სახლშია ბედნიერი“.
ვიდეოზე აღბეჭდილია, როგორ ემზადება ცოლ-ქმარი პიკნიკზე წასასვლელად. ვალერი მელაძე მანქანის საჭესთან ზის, ალბინაც ჯდება მანქანაში და ერთად იწყებენ გახსენებას, აიღეს თუ არა ყველაფერი, რაც სჭირდებათ: ბავშვის პამპერსები, საფენები, კოღოს საწინააღმდეგო საშუალებები.
ამ დროს ალბინა კითხულობს – „ბავშვის სავარძელი ჩადგი?“
მშობლები უკან იხედებიან, რათა შეამოწმონ, როგორ ზის ბავშვი, მაგრამ ის იქ საერთოდ არ არის.
წყვილი დაფეთებული ხტება მანქანიდან და გარბის. საით და რისთვის — ეს ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ.