ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა “ფეისბუქზე” წერს:
‘ეს ნახეთ ერთი…
ფილიალ ,,მგზავრთა გადაყვანა”-ს დირექტორის ბ-ნ დაჩი ცაგურიას დავალება:
ვინაიდან ჩვენ ვართ სერვისი მიმწოდებელი ბიზნეს ორგანიზაცია, ვართ კონკურენციაში სხვა ალტერნატიულ ტრანსპორტთან მნიშვნელოვანია სანდოობა და უსაფრთხოება იყოს პირველ რიგში დაცული. შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ჩვენი მიზანია განსაკუთრებით იქ სადაც მგზავრს უწევს შეხება ყველა თანამშრომელი იყოს აცრილი და შესაბამისი სტიკერი წარწერით “ჩვრნთან ყველა აცრილია ” ვაცნობოთ ჩვენს მომხმარებლებს. ამიტომ უკლებრივ ყველა თანამშრომელი ვინც მგზავრს ემსახურება უპირობოდ უნდა იყოს აცრილი!
ვინც სხვადასხვა მოსაზრებების გამო იტყვის უარს აცრაზე გადავა უხელფასო შვებულებაში და როცა დასრულდება ეპიდმია ისევ გააგრძელებს მუშაობას. აუცრელ თანამშრომლებს ვერც რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით ვერ მოვემსახურებით. მოკლედ უმოკლეს დროში ყველა თანამშომელი უნდა აიცრას. განსაკუთრებით გამცილებლები, მატარებლის უფოსები, სანიტარული ოპერატორი, მემანქანე თანაშემწეები, მოლარეები, ვაგზლების თანამშრომლები, ვაგზლის უფროსები. უახლოეს 5 დღის ვადაში უნდა იყოს აცრილი ყველა ვინც ჩამმოვთვალე. თუ ვინმეს უჭირს დარეგისტრირება ვეხმარებით. დავალების შესრულება სავალდებულოა და აცრის მოწინააღმდეგების სიები მომაზადეთ და მომაწოდეთ პირადად და ასევე მიაწოდეთ კადრებს რათა დავიწყოთ უხელფასო შვებულებაში გადაყვანის პროცდურები. გისურვებთ ჯანმრთელობას.
Dachi Tsaguria დაჩი, საჯაროდ გეკითხები – ეს ასეა ნამდვილად? და თუ ეს ასეა, საკუთარ თავს როგორ აყენებ კონსტიტუციაზე მაღლა?’-წერს ლაბარტყავა.