დეზინფექცია, პირბადე, დისტანცია, ერთჯერადი ჭიქები – ილია II-ის ბრძანება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია II-ის ბრძანებით, 14 აგვისტოდან ქვეყნის მასშტაბით ტაძრებში გარკვეულ შეზღუდვებზე გაიცა რეკომენდაციები.

„14 აგვისტოდან სამი კვირის მანძილზე, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნას დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებული იქნას ერთჯერადი ჭიქები“, – წერია ბრძანებაში.

ბრძანება 13 აგვისტოს გამოქვეყნდა საპატრიარქოს ვებ-გვერდზე.