რამდენიმე წუთის წინ ვალენსიაში დასრულდა ლა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი ვალენსიას და ხეტაფეს შორის.
მასპინძელთა კარს ვალენსიაში 2 თვის წინ გადასული გიორგი მამარდაშვილი იცავდა.
თავიდან გიორგი ვალენსიას მე-4 მეკარედ მოიაზრებოდა, მაგრამ სეზონის წინა მატჩებში ისე გამოიჩინა თავი, რომ ვალენსიელთა ახალმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ის ძირითადში დააყენა.
შეხვედრა ვალენსიამ 1:0 მოიგო. გოლი მე-11 წუთზე კარლოს სოლერმა პენალტით გაიტამა.
მამარდაშვილმა მშვენიერი მატჩი ჩაატარა. მან რამდენიმე რთული ბურთი აიღო, მატჩის 93-ე წუთზე კი ისეთი ბურთი მოიგერია, რომ მესტალიაზე შეკრებილი მაყურებელი ფეხზე წამოუდგა.