მე, ერეკლე მეფის არჩევანის მადლიერი ვარ და აზრს ვერავინ შემიცვლის, ცოცხალ ლევან შანიძეს! 

ჟურნალისტი ლევან შანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ჩვენ კარგა ხანია არავინ არაფერს გვეკითხება, უახლეს მომავალშიც არავის აინტერესებს რამე გვკითხოს და ჩვენი აზრი გაითვალისწინოს, თუკი ვინმეს აინტერესებს, აწი ამ ქვეყანაში რა გეზით და საით უნდა ვიაროთ ( ჩემი აზრი ამ შემთხვევაშიც არ ადარდებთ)სამწუხაროდ, ისევ ჩვენს ირგვლივ მყოფი ,,მეზობლები” არიან, ამიტომაც ყოველთვის მიმაჩნდა და ასეთი იქნება მომავალშიც ჩემი პოზიცია, რომ ამდენ ,,მოყვარე მეზობლიდან“ ქართველთა არჩევანი ისევ იმასთან ,,მეგობრობა”, ,,მეზობლობა” სჯობს ვინც რწმენითაც უფრო ახლოა და სამხედრო სიძლიერითაც ყველა დანარჩენ ,,ვაი მეზობელს” თავის ადგილს მიუჩენს! მე ერეკლე მეფის არჩევანის მადლობელი ვიყავი და ვიქნები ამ ქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც, ამ აზრს კი ვერავინ შემიცვლის ცოცხალ ლევან შანიძეს!