ქართველი ემიგრანტი, ხათუნა შარაშენიძე-შლიმანი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
“დეკემბრის ბოლოს მქონდა კოვიდი. არ გაუგია არც ინგლისის NHS-ს და არც არავის ოჯახის გარდა.
არც ისე იოლ ფორმაში: მაღალი სიცხით, თავის ტკივილით, უძლიერესი ტკივილით ზურგში, გულზე ჩხვლეტებით, თითქოს რაღაც დამდიოდა გულზე და ნეკნებზე, ოფლიანობით, ხურვებით, ფილტვების განლაგებაზე საშინელი ტკივილით, საერთო სისუსტით.
არ ჩავწოლილვარ!
არ შემშინებია!
არ შემიწუხებია ვინმე!
არ მიწუწუნია!
არ დამილევია არც ერთი ტაბლეტი წამალი, თუ არ ჩავთვლი ერთი- ორჯერ პარაცეტამოლის შუშხუნა აბებს!
ვყინავდი ლიმონს, ვხეხავდი გაყინულს და ვხსნიდი ჭიქა წყალში სამ კოვზს , ვსვამდი თითო ჭიქას ყოველ ორ საათში!
საღამოობით გავდიოდი ქუჩაში და დავრბოდი ოთხ კილომეტრამდე, ვარჯიშობდი ასე სიცხიანი და მისუსტებული
ტელევიზორის წინ იუთუბიდან სხვადასხვა ვარჯიშებს .
სახლს ვალაგებდი, ვრეცხავდი, საჭმელს ვაკეთებდი, ვაცხობდი და ვტრიალებდი სამზარეულოში ორმაგი სახის ნიღბით!
საშობაოდ 25დეკემბერს და საახალწლოდ რაც მე ვაკეთე და ვაცხვე ასე კოვიდიანმა, იმდენი სიკეთე მეც და ჩემს შვილებს! უჰაერობა რომ წამომივლიდა, ეზოში გავიდოდი, ღრმად ჩავისუნთქავდი სუფთა ჰაერს, შემოვდიოდი სახლში და ვაგრძელებდი სადღესასწაულო სუფრისთვის საჭმლის კეთებას!
კოვიდი მომიტანა ჩემმა ქმარმა ესპანეთიდან!
მას მხოლოდ ახველებდა, მეტი არაფერი!
როცა გამოვჯამრთელდით და კარგად გავხდით, ნუ ჩემი ქმარი კოვიდის დროსაც კარგად იყო, ჩემთან შედარებით, მერე წავედით ექიმთან ( გაგიჟდა ექიმი ჩემს კოვიდ თავგადასავალზე) და გავიკეთეთ ანტისხეულებზე ანალიზი.
იმდენი ანტისხეულები გაქვსო ექიმმა, გამორიცხულია როდესმე კოვიდი კიდევ შეგხვდესო!
არ ვარ ანტივაქსერი!
ყველა აცრა გვაქვს გაკეთებული მთელს ოჯახს!
უბრალოდ, ამ ახლად , საჩქაროდ შექმნილ ვაქცინებს აქაური, გერმანელი ექიმებიც კი ეჭვის თვალით უყურებენ, რადგან აცრილებში ხელახალი დაინფიცირება და გარდაცვალებაც კი დაფიქსირდა!
ხოდა დროში რომ გამოიცდება ეს ვაქცინები, სადღაც ორი – სამი წლის მერე ვიფიქრებ ავიცრა!!”