“ბაწკა” უკან მოიტოვებს შარლ მიშელსაც და დანიელსონსაც, ხოლო მინსკი გახდება მომავალი დიდი პროცესების წარმატებული მასპინძელი!

ერთი ამბავი აქვთ ატეხილი პარტიულ ტელევიზიებს და “ასოებს” ,- საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა როგორ გაბედა ბელარუსის “კგბ” სთან თანამშრომლობაო!

როგორც ჩანს, საერთოდ არაფერი სმენიათ ( წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის ტალღას ალბათ მაშინვე გააჩენდნენ) საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის 2018 წლის 22 მარტს ხელმოწერილ ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელიც ძალაში შევიდა 2019 წლის 16 აგვისტოს მთავრობის #395 დადგენილებით!
ახლა, ამათ ისიც რომ გაიგონ, რომ ურთიერთ სამართლებრივი დახმარების 1993 წლის მინსკის საერთაშორისო კონვენციაც ძალაშია, რომლის ხელშემკვრელი მხარეები რუსეთი და საქართველოც არიან და იქიდან არცერთი არ გასულა, მერე ისიც რომ უთხრას ვინმემ, რომ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართული და რუსული სპეცსამსახურები ოფიციალურად, კონვენციის ჩარჩოს ფარგლებში ნაყოფიერად თანამშრომლობდნენ და ისიც რომ ჩააწვეთონ, რომ ბელარუსსა და რუსეთს შორის, 20 წლის წინ ხელმოწერილი სამოკავშირეო შეთანხმებაც ძალაში შევიდა, რაც გულისხმობს ერთიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, საბაჟო, იურიდიულ, ჰუმანიტარულ და კულტურული სივრცეების ორგანიზებას, აი მერე ნახეთ ამათი ჟივილ-ხივილი!)
P.S. ისე კი, თუ საქმე ფასილიტაციამდე მივიდა, დარწმუნებული ვარ “ბაწკა” უკან მოიტოვებს შარლ მიშელსაც და დანიელსონსაც, თავისი ჟიგიმანტასებითა და ცისფერი კომისრებით, ხოლო მინსკი გახდება მომავალი დიდი პროცესების წარმატებული მასპინძელი!

Нет описания фото.

დიმიტრი ლორთქიფანიძე; სოციალური ქსელი