ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ეს ქაოსი უნდა დავამთავროთ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა. მან დღეს პარტიის ახალი ოფისი გურჯაანში გახსნა.
„არავის ლანძღვას, არავისთან მტრობას, ომს და ჭიდაობას არ ვაპირებთ, წყნარად, მშვიდად მივყვებით და საქმეს გავაკეთებთ. კარგი რაც გაკეთდა, იმას დავიმახსოვრებთ და გავიხსენებთ. რაც ცუდი იყო, ეგ უნდა შევცვალოთ. მიუღებელია უკვე ეს უსაგნო ერთმანეთის ლანძღვა და გინება. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ყველაფერი ცუდი იყო, მაგრამ ბოლო 2 წელია ერთ ადგილას ვდგავართ და ერთ ადგილს ვტკეპნით. ეს დასამთავრებელია. ამ ბავშვების გამო წინ უნდა წავიდეთ და საქმე უნდა ვაკეთოთ.
არ შეიძლება ასე, არ შეიძლება ყველაფერი პრივილეგირებულ ხალხს მოხმარდეს, ეს ხალხს უნდა მოხმარდეს, ნორმალურ ქვეყანას სხვანაირად ვერ ავაშენებთ”, – ამბობს გახარია.
პარტია „საქართველოსთვის” ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში დეპოტიზმი და კორუფცია უნდა დასრულეს.
„ვანახებთ ყველას მაგალითს, როგორ უნდა ემსახურო ქვეყანას წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ლანძღვის გარეშე და რაც მთავარია, ღირსეულად. ყოველთვის, ჩვენს გვერდით იქნებიან კეთილსინდისიერი, არაკორუფციონერი და არანეპოტისტი ადამიანები და განსაკუთრებით ახალგაზრდებს გავუხსნით გზას. აქ გურჯაანში ეს სამწუხაროდ, განსაკუთრებით იგრძნობა. არ შეიძლება წლები ერთი და იგივე ხალხი, სხვებსაც უნდა მიეცეს გასაქანი და სხვებსაც უნდა მიეცეთ გზა” – განაცხადა გახარიამ.
ინფორმაციას პარტია “საქართველოსთვის” პრესსამსახური ავრცელებს.
წყარო: itv.ge