„ბორჯომი” ჩინეთში დარეგისტრირდა

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა” ჩინეთში „ბორჯომი” დაარეგისტრირა, როგორც ქართული მარკა, ნათქვამია ცენტრის განცხადებაში

„ამიერიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობის გარეშე ადგილწარმოშობის დასახელება  „ბორჯომის“ გამოყენება აიკრძალება”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

„საქპატენტის” მონაცემებით, ასეთი გადაწყვეტილება ჩინეთის სასაქონლო ნიშნების დავების უწყებამ მიიღო.

„საქპატენტმა” საჩივარი ამ უწყებაში მას შემდეგ შეიტანა, რაც ნობილი გახდა, რომ სასაქონლო ნიშანი „ბორჯომი” ჩინურმა კომპანიამ დაარეგისტრირა.

უწყებამ დავა საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვიტა, გააუქმა ჩინური კომპანიის რეგისტრაცია და უფლება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასცა.

სამკურნალო მინერალურ წყალ „ბორჯომს” საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია.

 

“სპუტნიკი”