თბილისში, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტს მოემსხურება. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, საწოლების უმეტესი ნაწილი ჟანგბადით აღჭურვილი იქნება.
მინისტრის ცნობით, ადგილზე უკვე დამონტაჟებულია ორი 5 ტონიანი ცისტერნა, რომელიც აღნიშნულ საწოლებს ჟანგბადით მოამარაგებს.
ტიკარაძისვე ინფორმაციით, ქართველი პრაქტიკოსი ექიმების ძირითად ნაწილს საველე პირობებში
მუშაობის გამოცდილება მიღებული აქვთ.
„მათ აქვთ იმ პერიოდში მიღებული განათლება, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და შესაბამისად მათ აქვთ ამის გამოცდილება. მნიშვნლოვანი არის ისიც, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელთა თანამშრომლებსა და მოხალისეებს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ამ კუთხით. შესაბამისად, გაერთიანებული ძალებით, პაციენტები მიიღებენ იმ მომსახურებას რომელიც მათ ესაჭიროებათ:, — თქვა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რათა საველე ჰოსპიტალი გამოიყენონ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.
საველე ჰოსპიტლის შექმნის საჭიროება გამოიწვია კოვიდინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრმა მატებამ.
“ნეტგაზეთი”