კასპის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა ლევანი, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ესეთ პატარა ქვეყანაში, ამდენ ხალხს სად და როგორ ხვდება ვირუსი არ ვიცი რა. ალბათ უმეტესი არ იცავს რა წესებს, ქეიფობენ, დადიან აქეთ იქით, თორემ როგორ კაცო, მეორე წელია არ შემხვედრია ვირუსი, არც ტაძარში გავრცელებულა, მაგრამ იმიტომ კი არა რომ დამწყვდეულები ვართ, არა, გვააქვს ხალხთან ურთიერთობა, უბრალოდ რაც სასიცოცხლოდ აუცილებელი არაა იმაზე უარი ვთქვით, მოსალოცადაც კი აღარ დავდივართ, თორე კასპის მსახურების გარდა, 12 პატარა სოფელში ვმსახურობ, ვხვდები სულ სხვა და სხვა ხალხს, მარტო ამ თვეში 14 წირვა, 12 დაუჯდომელი და პარაკლისი მაქვს, სხვა და სხვა ტაძარებში, წესის აგება, ნათლობა, ჯვრისწერა, თვითონ ვირუსიანებთანაც მივდივარ, მაგრამ არ გვხვდება.
გაფრთხილდით რა, ცოტა ხნით უარი თქვით რაღაც რაღაცეებზე, პასუხისმგებლიანად მოეკიდეთ საკითხს, ამდენი მკვდარი. ქვეყანაც ცოდოა, ჯერ სულ რა იყო და სულ გაღარიბდება, ექიმებია და გაწყდნენ წელში, ეს თქვენი ოჯახია.