უკანასკნელ გზაზე გაცილებაც ვირტუალურ სივრცეს მივანდეთ, რა აზრი აქვს საერთოდ ჩვენს ცხოვრებას?!

არ ვიცი, ყველაფერი კორონას დავაბრალოთ, თუ ასეთები ვართ ზოგადად ადამიანები, კონკრეტულად, ქართველები?!

დღეს უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ბევრი ჩვენთაგანისთვის უსაყვარლესი მამა ანდრია სიჭინავა(ბერი ანდრია), რომლის დაუძლურებულმა იმუნიტეტმა(ბევრი დაავადება ჰქონდა, მათ შორის, მწვავე კარდიოლოგიური პრობლემაც) ვერ გაუძლო ვერაგი ვირუსის შემოტევას!
იმდენმა შეიცხადა მისი გარდაცვალება და იმდენმა აღვარღვარა ცხარე ცრემლები სოციალურ ქსელში , მეგონა , სათანადო პატივს ყველა თუ არა , ნახევარზე ნახევარი მაინც მიაგებდა!
გული ჩამწყდა, როცა გამოსვენებაზე ერთი საერთო მეგობარიც კი ვერ დავლანდე!
ვხედავ, თანდათან რეალობას რომ მოვწყდით და ყველა პრობლემას ვირტუალურად „ვაგვარებთ“, მაგრამ, თუ ადამიანის (მეგობრის, მოყვასის)უკანასკნელ გზაზე გაცილებაც ვირტუალურ სივრცეს მივანდეთ, რა აზრი აქვს საერთოდ ჩვენს ცხოვრებას?!
უფალმა დაავანოს მამა ანდიას სული , სადაც მართალნი განისვენებენ!

ზაურ ნაჭყებია, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი