ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით მომღერალ ლელა წურწუმიას მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და წერს:
“მიყვარს ეს გოგო, ნამდვილი ვარსკვლავი, კაშკაშა და ბრჭყვიალა. ნიჭიერი, დაუზარელი და საოცარი გულის პატრონი. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. კიდევ ბევრი წელი უნდა იკაშკაშოს და იბრდღვიალოს. აი, თქვენ კი, ვინც სიბოროტემ გადაგრიათ და ლელას დაინფიცირებაზე აჩხავლდით და აჭყლოპინდით. უკვე აღარც მეცოდებით, ადრე მეცოდებოდით, ეხლა უბრალოდ, გული მერევა სიბოროტეზე. გამოჯანმრთელება ლელას,” – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მომღერალ ლელა წურწუმიას კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი მდგომარეობის ჯანმრთელობის გართულების შემდეგ ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.
წყარო: ptn.ge