ეკა მიშველაძის სახლის გაძარცვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

ჟურნალისტ ეკა მიშველაძის სახლის გაძარცვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

პოლიციამ დღეს ტელეწამყვანი შვილებთან ერთად გამოკითხა. როგორც მიშველაძე ამბობს, ბინიდან მხოლოდ 2 ლეპტოპია წაღებული, რასაც საეჭვოდ მიიჩნევს, ვინაიდან მისი თქმით, ბინაში უფრო ძვირფასი ნივთები იყო.

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი არ გამორიცხავს, მომხდარი დაშინების მცდელობას უკავშირდებოდეს.

 

“რუსთავი2”