ბობ დილანს, 1965 წელს, 12 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს

80 წლის ამერიკელ მომღერალსა და კომპოზიტორს უჩივის ქალი, რომელიც აცხადებს, რომ 1965 წელს, როცა 12 წლის იყო, ბობ დილანმა მასზე იძალადა, – ამის შესახებ BBC წერს.

სარჩელში წერია, რომ დილანმა, რომელიც მაშინ 24 წლის იყო, „გამოიყენა საკუთარი სტატუსი, მოსარჩელეს მისცა ალკოჰოლი და ნარკოტიკი, რის შემდეგაც, მასზე რამდენჯერმე იძალადა სექსუალურად“.

მოსარჩელის მტკიცებით, შემთხვევა ნიუ-იორკში, სასტუმრო Chelsea-ში მოხდა. დილანი ბრალდებას უარყოფს.

ქალის ვინაობა არ საჯაროვდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კონექტიკუტის შტატში ცხოვრობს.

ბობ დილანს, კარიერის განმავლობაში, 125 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. 2016 წელს მას ნობელის პრემია მიენიჭა.