მალე დაიწერება ამ ქსპერიმენტულ ეპოქაზე…
დაიწერება მის უბრწყინვალესობა-
ნერვულ სისტემაზე,
მის უდიდებულესობა ქვეცნობიერზე და უკუღმართ ცნობიერზე.
დაიწყება სუიციდის ეპოქა, რადგან ბევრი ვერ გადაიტანს თავის უსუსურობას,
ანტიღმერთობას და სიმდაბლეს….
დაიწერება იმაზე, თუ როგორ მართა ერთმა პატარა შიშის სინდრომმა მსოფლიო, როგორ შვა უიმედობა, როგორ ათქმევინა შვილმკვდარ დედებს სიტყვა-“მეშინია”, როგორ დააჩოქა ერთ დროს გულში მჯიღმცემი მეომრები, როგორ აპამპულავა და “აამჩატა” ის ხალხი, რომელიც სამაგალითო უნდა გამხდარიყვნენ.
დაიწერება იმ დიდ ექსპერიმენტზე, რომლითაც ვიღაც ძალიან გამდიდრდა, ვიღაცამ კი ბოლო ლუკმა-პური დაკარგა….
დაიწერება სულგაყიდულ ექიმებზე,
დაიწერება გმირ მედიკოსებზეც….
ერთ მშვენიერ დღეს ამას ტელევიზორით გვაუწყებენ, მადლობასაც გადაგვიხდიან თმენისთვის, “დასჯიან დასასჯელებს”, მაგრამ არაფერი ეშველება შიშით გამოჭმულ თქვენ გვამს….
ლალი მოროშკინა; სოციალური ქსელი