იერუსალიმის შემოგარენში ხანძრის გამო ახლომდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ხანძარი იერუსალიმიდან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარე ტყის მასივში გაჩნდა. ისრეალის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლმა 17 ათასი ჰექტარი ფართობი დააზარალა.
ადგილზე 45 სახანძრო ბრიგადა და რვა სახანძრო თვითმფრინავია მობილიზებული. ხელისუფლებამ ახლომდებარე დასახლებებიდან ასობით ადამიანის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.
მთავრობის მიერ შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას ცდილობს.
წყარო: itv.ge