შსს-მ კახეთში ზურაბ ზვიადაურის ძმისა და კიდევ 2 პირის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც 3 პირი მოკლეს გამოძიება დაიწყო.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა. ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური მეგობრებთან ერთად მივიდა, სადაც დაპირისპირება მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილზე ასევე იმყოფებოდა ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურიც.

მომხდარის შედეგად დაჭრილია ორი პირი.

წყარო: newposts.ge