„თალიბანმა“ მთავრობის წარმომადგენლებისთვის ამნისტია გამოაცხადა

„თალიბანმა“ მთავრობის წარმომადგენლებისთვის საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა.

„საყოველთაო ამნისტია გამოცხადდა ყველასთვის. ასე რომ, უნდა დაიწყოთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება სრული ნდობით”, – ნათქვამია „თალიბანის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, კვირას თალიბებმა ქვეყნის დედაქალაქი აიღეს და სამთავრობო შენობები დაიკავეს. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანმა ქვეყანა დატოვა.