ორი დღის განმავლობაში – 14-დან 16 აგვისტომდე საქართვლოს დედაქალაში ტაქსით მომსახურეობა, საშუალოდ, 80%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას, საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით, CNews-ი ავრცელებს.
როგორც თავად ტაქსის მძღოლები განმარტავენ, ფასების ზრდა ტაქსიზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამ და მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია.
მაგალითისთვის, ტაქსით მომსახურეობა მარშრუტზე ავლაბარი-დიდუბე თუ 16 აგვისტომდე, მინიმუმ, 6 და, მაქსიმუმ, 10 ლარის ფარგლებში იყო, 16 აგვისტოს კომპანიები და მძღოლები იმავე მარშრუტზე , მინიმუმ, 12 და, მაქსიმუმ, 20 ლარს ითხოვდნენ.
„გაიზრადა მოთხოვნა. ქუჩებში საცობებია. შესაბამისად, გადაადგილების ხანგრძლივობა გაგვეზრდა და ამიტომ კომპანიამ მიიღო ფასების ზრდის გადაწყვეტილება“, – განუცხადა CNews-ს Bolt-ის კომპანიის მძღოლმა.
Yandex ტაქსის მძღლების განმარტებით, მათთან ფასების ზრდა, დაახლოებით, 50-60%-ის ფარგლებშია.
კომპანია „მაქსიმის“ ტაქსიზე ცალკეულ მარშრუტებზე 100-150%-იანი ზრდა დაფიქსირდა. კომპანია 6 ლარიანი ღირებულების მარშრუტზე კლიენტებს მომსახურეობას 15 ლარად სთავაზობდა.
კომპანიიების გარეშე მომუშავე ტაქსის მძღოლებმა მომსახურეობა 60-70%-ის ფარგლებში გააძვირეს.
იგივე მდგომარეობა ფიქსირდება საქართველოს რეგიონებში, სადაც ტაქსის მომსახურეობაზე ფასების ზრდა 50-60%-ის ფარგლებში მერყეობს.
შეგახსენებთ: კოვიდრეგულაციის ფარგლებში საქრთველოს დასახლებულ პუნქტებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბრამდე შეიზღუდა.