ღვიძლი ძმა და მეგობარი დაუცხრილეს… „კეთილმსურველები“ კი ტრაგედიით კაიფობენ – ზვიადაურის მეგობარი

კახეთში ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმისა და კიდევ 2 პირის მკვლელობის საქმეზე ორი პირი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურია დაკავებული.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ზურაბ ზვიადაურის მეგობარი, დავით ავალიშვილი წინანდალში ტრაგედიამდე განვითარებულ ამბებზე სოციალურ ქსელში წერს.

 

3 შვილი დარჩა - ვინ არის ზურაბ ზვიადაურის ძმა, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად მოკლეს
2021-08-163 შვილი დარჩა – ვინ არის ზურაბ ზვიადაურის ძმა, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად მოკლეს

 

„ზურა ზვიადაური, მანამდე ეგ უდიდესი ტრაგედია დატრიალდებოდა ორჯერ ვიდეო ზარით ვსაუბრობდით. ეს 15 რიცხვში საღამოს და ღამე, სადაც, ძაან პოზიტიური და ძაან მაგარ ხასიათზე იყო, ხუმრობაში და სიცილში გავატარეთ ერთი საათი.

 

მელოდებოდა, რომ ჩამოხვალ ხევსურეთში უნდა წაგიყვანოო, იქ სახლს აშენებს და ხვალეო, ესეიგი 16 რიცხვში, მინდა მასალა ვიყიდო და წავიღო მთაში სახლის ასაშენებლად და იყო საუკეთესოდ განწყობილი მანამდე და სულ მოფერებით და სიყვარულში მელაპარაკებოდა. მაგარ პოზიტიურ და ძაან მაგარ თბილ განწყობაში იყო და ვინ რას მოიფიქრებდა.

 

ეს რომ წერენ რაღაც სისულელეებს მასზე (კეთილ მსურველები) ჯერ დაელოდონ გამოძიებას და მერე პირები აიქაფონძერებივით რომ ეძებენ სად ნახონ რაიმე სიბინძურე და იმით დატკბნენ, რადგან, ეს მათი საკვებ პროდუქტია და კარგი ამბავი აღიზიანებთ, ხოლო, ტრაგედიით კაიფობენ.

 

თვალწინ ღვიძლი ძმა დაუცხრილეს და კიდევ ორი მეგობარი და კაცი ამ დროს შოკში იმყოფება და არავინ თქვას ახლა, რომ ჩვენ მის ადგილზე, შეიძლება ბევრად უარესი გაგვეკეთებინა, ან უფრო უარეს, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდნილიყავით.

 

ღმერთმა ყველას გაშოროთ ასეთი ტრაგედია მარა, სადაა ის ქართველობა და ის თანადგომა, როდესაც ასეთ ტრაგიკულ და სამწუხარო სიტუაციაში, კიდევ მარილს აყრიან, ეს უნამუსობა და ძაან სამარცხვინო საქციელია.

 

პოლიცია გაარკვევს ყველაფერს. თუ შეგიძლიათ აბა ყველა მის ოჯახის მდგომარეობაში დადექით ერთი წუთი მაინც და უბრალოდ დაფიქრდით რეებს წერთ. სხვისი მწუხარებით სიხარული, ეს არაადამიანობაა.

 

ზურა ძმაო, დიდი გაძლება და ჩვენი თანადგომა შენ და შენს ოჯახს. ღმერთმა ძალა და მადლი მოგცეთ, რომ გაუძლოთ ამ საშინელ ტრაგედიას“,- წერს დავით ავალიშვილი სოციალურ ქსელში.