ჯორჯ “დაბლიუ” ბუშისა და მისი მეუღლის გული ახლა “ავღანელ ხალხთან” და “მოკავშირეებთანაა” – ბუში ავღანეთში აშშ კრახს განიცდის

ჯორჯ ბუში უმცროსი დიდი გულისტკივილით ადევნებს თვალს ავღანეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იმ ავღანელების ევაკუაცია, რომლებიც აშშ-თან თანამშორომლობდა, ვაშინგტონის პასუხისმგებლობაა.

„ჩემი და ჩემი მეუღლის გული ახლა დაზარალებულ ავღანელ ხალხთან და ამერიკლეების, ნატო-ს მოკავშირეებთანაა, რომლებმაც დიდი მსხვერპლი გაიღეს“, – ნათქვამია ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ავღანელები, რომლებიც ახლა უდიდესი რისკის ქვეშ არიან, წარმოადგენენ მათ, ვინც ამ ქვეყნის პროგრესის მოწინავე რიგებში იდგნენ“, –  ნათქვამია ჯორჯ ბუშ უმცროსის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნის განკარგულება 20 წლის წინ სწორედ ჯორჯ ბუშ უმცროსმა გასცა.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2005 წელს, თბილისში, ჯორჯ ვ. ბუშმა სააკაშვილის რეჟიმის სახით, საქართველოს რეგიონში “დემოკრატიის შუქურა” უწოდა (“ნიუსფრონტი-საქართველო”).