კერძო კლინიკები აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად არ აქვთ ადამიანური რესურსი

ეკატერინე ტიკარაძე: კერძო კლინიკები აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად არ აქვთ ადამიანური რესურსი.

კერძო კლინიკების აქტივობა არის საკმაოდ გართულებული, რადგან ისინი აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად არ აქვთ ადამიანური რესურსი – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აჭარაში და იმერეთში კოვიდ ინფიცირებულთათვის დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდება.

– “კვირის ბოლომდე აჭარაში მოხდება 120 საწოლამდე დამატება და ასევე 150 საწოლამდე დამატება უნდა მოხდეს იმერეთის რეგიონში. ხვალიდან უნდა დაიწყონ კლინიკებმა საწოლების მოწოდება და ეს არის საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზი, რათა პაციენტების მიყვანა გაგრძელდეს ჰოსპიტალურ სექტორში“ – განაცხადა ტიკარაძემ.

წყარო: newposts.ge