ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებით, ბელარუსმა მესაზღვრეებმა, რომლებსაც თან ახლდათ 35 არალეგალი მიგრანტისგან შედგენილი ჯგუფი, თვითნებურად დაარღვიეს ლიეტუვის საზღვარი და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას გეგმავდნენ.
ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებით, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის კადრებიდან ჩანს, რომ ბელარუსი მესაზღვრეები არალეგალ მიგრანტთა ჯგუფს ლიეტუვის საზღვრისკენ უბიძგებენ, შემდეგ კი თვითონაც კვეთენ სახელმწიფო საზღვარს. ლიეტუველი მესაზღვრეების თქმით, 12 ბელარუსი მესაზღვრე მხოლოდ მეორე გაფრთხილების შემდეგ დაუბრუნდა ბელარუსის ტერიტორიას.
ლიეტუცვის შინაგან საქმეთა მინისტრის, აგნე ბილოტაიტეს განცხადებით, ლიეტუვა არ აპირებს მსგავსი თავხედური პროვოკაციის მოთმენას და საზღვრის დაცვის ძალების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ავტორი – გიორგი აფხაიძე