მილიარდნახევრიან ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ, სულ რაღაც 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა!
გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 6 ადგილობრივი ინფექციაა. დანარჩენი კი იმპორტირებულია.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ჩინეთში კორონავირუსის 17 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 94,427 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს დღიდან დაწყებისა, მხოლოდ სულ რაღაც 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჩინეთში სულ მცირე მოსახლეობის რაოდენობა, მილიარდ ნახევარს აღემატება!!!
წყარო: itv.ge