პუბლიცისტი ნანა რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ანჟელიკა გერმანიის მარკიზამ, ბერლინის აქციის სასტიკად დარბევის შემდეგ, სადაც არიან გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეები, საბოლოოდ დამარხა დემოკრატია გერმანიაში და დაასრულა თავისი 16 წლიანი დიქტატურა!
თურმე არანაირი ქონება არ ჰქონია 2 ოთახიანი ბინის გარდა, ჭკვიანია და იმიტომ,, იცის რომ დარჩენილი ცხოვრება სახელმწიფოს უნდა უხადოს ქონების გადასახადი და არ აწყობს, თან არც შვილი და მომავალი ჰყავს, ამიტომ არავის დარდი არ აქვს!
სადაც მოესურვება და როცა მოესურვება ყოფილი კანცლერის სტატუსით დაისვენებს უპრობლემოდ!
მწვანე შუქი აუნთო ლგბტ “რევოლუციას” და ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა!
მისი პოლიტიკის შედეგია ეს საყოველთაო ლოქდაუნები, ადამიანების სამსახურიდან დათხოვა და საზოგადოების მტრად გამოცხადება!
თურმე მისი გარდერობი არც თუ ისე მდიდრული ყოფილა, არ იცმევდა დიზაინერების შექმნილ სამოსს, მაგრამ მის ფიზიონომიას თუ დააკვირდებით რა უნდა ჩაიცვას ისეთი რომ ჩემი მოწონება დაიმსახუროს?….კოკო შანელის მუზა ვერასდროს გახდებოდა, ვერც ვერსაჩეს და დოლჩე და გაბანას მოხიბლავდა)))
ერთი რამ ვერ გამიგია და ვერასდროს გავიგებ – რა გაგიკეთათ პირადად თქვენ, ქართველებს, რომ ეს ორი დღეა მის სურათებს აფრიალებთ?
თქვენ კი გრჩებათ გარდერობში ტანსაცმელი, ისე რომ ვერც კი იცმევთ და ვერსად მიდიხართ თუ ჯაჭვებს არ აგხსნიან და კიდევ რამდენიმე წელი ასე მოგიწევთ ცხოვრება….. აი ანჟელიკა კი ნამდვილად ტკბილად გაატარებს სიბერეს კურორტიდან კურორტზე ლუქსის ნომრებში…. სპეც.მანქანა და თვითმფრინავიც კი მოემსახურება))))
ცოტა კარგად რომ გაეცნოთ მიმდინარე მოვლენებს და ჩაუღრმავდეთ, არ გაწყენდათ!