covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში შს სამინისტროს თანამშრომლები ინტენსიურად არიან ჩართულები

აქტიურად მიმდინარეობს ქვეყანაში covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია – პროცესში უკვე რამდენიმე კვირაა ინტენსიურად არიან ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

უწყების წარმომადგენელთა 60%-მდე უკვე აცრილია. “თბილისის ზღვის პლაზაში” გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში გრძელდება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ვაქცინაცია.

თბილისსა და რეგიონებში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში უწყების წარმომადგენლებს კვირის ნებისმიერ დღეს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ, აიცრან pfizer​-ისsinovac​-ის ან Sinopharm​-ის ვაქცინით.

 

“რუსთავი2”