სააკაშვილი პუტინს დაუტკბა – დავიწყებთ რუსეთთან ხიდების ძებნას (ვიდეო)

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, გენერალი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება:

“მოუსმინეთ. სულ 3 წუთია. რაც დავწერე წინა პოსტში, არაფერი დამიმატებია. მეტის დაწერაც შეიძლებოდა.
მაგალითად ის რომ, თავის დროზე მედვედევი მართლა პრეზიდენტი ეგონა და აქებდა, პროგრესულად მოაზროვნეაო და ა.შ.
3 წუთში უამრავი სიცრუე და ერთმანეთის გამომრიცხავი თქვა.
ცალკე თემაა, რომ ზატულინთან ერთად ერთ გადაცემაში ჩაერთო და სხვისთვის ეს ფაქტიც ქვეყნის დაქცევად შეფასდებოდა.
რუსეთთან ხიდების ძებნასა და სხვა საკითხებზე, უკვე დავწერე შეფასება და იხილეთ:
? სააკაშვილის ახალი ინტერვიუს რამდენიმე ფრაზა:
1️⃣ “როცა შევცვლით ივანიშვილს, მოვა დემოკრატიული ხელისუფლება და ჩვენ დავიწყებთ რუსეთთან ხიდების ძებნას.”
? ენმ-ისთვის ხიდების ძებნა შეიძლება, დღევანდელი ხელისუფლებისთვის აკრძალულია ვაჭრობაც, რუსთაველის თეატრის გაგზავნაც, დავოსში დალაპარაკებაც…
2️⃣ “როცა სწრაფი განვითარების ტემპებს დავუბრუნდებით, ჩვენ არ მივცემთ რუსეთს თავდასხმის საბაბს.”
? 2008-ში “სწრაფი განვითარების ტემპები” არ გვეყო და მაგიტომ დაგვესხნენ, თორემ რომ დაენახა პუტინს ყვავის საქართველო და მაგარი რეფორმებიაო, რავა იკადრებდა?!
3️⃣ “ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის კარგი მაგალითი – რუსეთის WTO-ში გაწევრიანება.”
? ნეტა რითი იყო “თანამშრომლობის კარგი მაგალითი,” რაიმე საპასუხოდ მოითხოვა მაშინ, 2010 წელს, საქართველომ და მიიღო?
? არ უხსენებია წინაპირობა – დეოკუპაცია. პირდაპირ “ხიდების ძებნას” დაიწყებენ.
? ამას წინათ რა ამბავი ატეხეს ლავროვის უწყების პრესსამსახურის განცხადებაზე, ხომ გახსოვთ, “ხომ გეუბნებოდით ოცნება პრორუსულიაო?”
? ყველა არჩევნების წინ ნაცმოძრაობის არაფორმალური ლიდერი და, მისი დავალებით მისი წევრები, რუსეთს აქტიურ სიგნალებს უგზავნიან.
◾ხომ გახსოვთ გრ. ვაშაძის რუსულად მიცემული ინტერვიუ, ბევრჯერ გამოვაქვეყნე, მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ თემაზე, წინაპირობების გარეშეო? სააკაშვილის ეს გზავნილებიც ამ სერიიდანაა.
? არ შეიმჩნევენ.” – წერს სალუქვაძე.