სოხუმში რუსული სამხედრო მობილური ჰოსპიტალი მეორედ განთავსდა

სოხუმშია რუსეთის მრავალპროფილური მობილური ჰოსპიტალი, იუწყება სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური.

მათივე ცნობით, ხვალიდან რუსი სამხედრო ექიმები Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტები მიღებას დაიწყებენ.

რუსული მობილური სამედიცინო ქვედანაყოფის შემადგენლობაშია 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 30 ერთეული სამხედრო ტექნიკა. ჰოსპიტალი, რომელიც 100 საწოლზეა გათვლილი, სოხუმში პანსიონატ “აიტარის” ტერიტორიაზე მოეწყო.

საველე ჰოსპიტალი აღჭურვილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატებით, პაციენტების ინტენსიური დაკვირვების მონიტორებით, რენტგენის და ულტრაბგერითი აპარატებით და სისხლის ანალიზატორებით.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ედუარდ ბუთბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი მზად არიან რუსული სამხედრო საველე ჰოსპიტალის მისაღებად. მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში, ჰოსპიტალი უკვე მეორედ ჩამოდის აფხაზი მედიკოსების დასახმარებლად.

პრემიერ-მინისტრმა ალექსნდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ პანსიონატის ორი კორპუსი, სადაც ამჟამად ტურისტები ცხოვრობენ, იზოლირებული იქნება ჰოსპიტალისგან.

გასული დღე-ღამის განმავლობაში დე ფაქტო აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 528 ადამიანს ჩაუტარდა, გამოვლინდა ინფიცირების 162 ახალი შემთხვევა.

ვირუსით გარდაიცვალა მხოლოდ 5 პირი.

წყარო: ptn.ge