“ბოდიში, ვერ დაგეთანხმებით … კოვიდით ავადდება აცრილიც და აუცრელიც” – იუნა შაფათავა

“ბოდიში, ვერ დაგეთანხმებით … კოვიდით ავადდება როგორც აცრილი, ასევე აუცრელიც” – რატომ უპირისპირდება იუნა შაფათავა ამირან გამყრელიძეს!?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ აიცრებიან, კორონავირუსზე ტესტირება უფასო აღარ იქნება. საუბარია იმ ჯგუფებზე, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში ინტენსიურად იტესტებიან.

ამ ამბავს გამოეხმაურა მსახიობი, იუნა შაფათავა და აღნიშნა, რომ ამ დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას არ ემხრობა.

მისი თქმით, აუცილებელია ნებისმიერი ადამიანის უფასო ტესტირება.

– “ბოდიში, ვერ დაგეთანხმებით. ვაქცინირებული თუ არა ვაქცინირებული, გვთხოვენ ტესტირებას, კვირაში ერთხელ ან ორჯერ;

უფასო ტესტირების ძალიან ბევრი ადგილია ნიუ-იორკში.

ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ტესტირება სულ უფასო უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, დასაქმებას გაზრდიდა და დასაქმდებოდა უამრავი ადამიანი.

აუცილებელია, ტესტირება იყოს უფასო. რადგან კოვიდით ავადდება აცრილიც და აუცრელიც.

ბატონ ექიმთან არ მაქვს პრეტენზია. ის მხოლოდ ჭანჭიკია მსოფლიო გლობალურ პოლიტიკის განხორციელებაში საქართველოში.

მაგრამ საქართველოს მთავრობას უნდა ესმოდეს, რა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უფასო ტესტირება, ვაქცინირებული იქნება თუ არა, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად” – წერს შაფათავა.

წყარო: digest.pia.ge