კასპის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა ლევანი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
კოვიდ ვაქცინირებულს ექნება კოვიდ პასპორტი და შევა მსოფლიო ბაზაში. აქამდე მაგალითად პარიზში თუ არავის აინტერესებდა ვინმე კასპელი ყბაყურაზე აიცრებოდა თუ არა. ეხლა უკვე კოვიდზე აიცრა თუ არა ედარდებათ. ეე. არის ხალხი, პირადობის მოწმობა არ აქვს, თბილისში არაა ნამყოფი, მატარებელს შორიდან რომ ხედავს მატლი ჰგონია, და საერთაშორისო კოვიდ პასპორტს აძლევენ, რაში სჭირდება? ან კაი აცერი-აცერი, რად უნდა ამას ფოტო, კინო, პასპორტი და ბანკეტი.