როცა პოლიტიკას უყურებ საკუთარი აღფრთოვანებულ-აღტკინებული გონებით, ყოველთვის ის გამოდის, რაც საქართველოში ხდება!

აშშ-ს პრეზიდენტის ოფიციალური განცხადება ავღანეთიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, თუ ვინმეს ყურადღებით არ მოგისმენიათ, მოუსმინეთ, მაგრამ მოსმენა არ ყოფნის საქმე – მოსმენილი კარგად გაიაზრეთ!

აშშ-ს პრეზიდენტმა ყველაფერი სწორად თქვა, –
აშშ-ს ყველა ქმედებას აქვს თავისი ქვეყნის ინტერესი, –
შეიძლება, რაღაც გამოდიოდეს, შეიძლება, ზოგჯერ არ გამოდიოდეს, მაგრამ აშშ არასდროს იქნება საერთაშორისო პოლიტიკაში ქველმოქმედი!
როცა არ გესმის პოლიტიკური პროცესის კონტექსტი,
როცა პოლიტიკას უყურებ საკუთარი აღფრთოვანებულ/აღტკინებული გონებით, ყოველთვის ის გამოდის, რაც
საქართველოში ხდება!
აშშ-ს პრეზიდენტის ოფიციალური განცხადება სწორედ კარგად უნდა მოისმინონ ე.წ. ”სადღაც ტ…ში ორიენტირებულმა” ჯამაათმა! კარგად მოუსმინოს და გაიაზროს!

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე