„ალტ-ინფომ იმ ფორმატში, რაშიც არის, შეძლო შეუძლებელი და რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა ჩვენს ფლანგზე, – ამის შესახებ „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს. მარგოშიას თქმით, ის და მისი გუნდის წევრები პოლიტიკურ მოძრაობას ქმნიან.
„ჩვენ პოლიტიკურ ველზე უკვე შემოსული ვართ. მე არ მქონდა გეგმაში პოლიტიკური პარტია და ვთვლი, რომ „ალტ-ინფომ იმ ფორმატში, რაშიც არის, შეძლო შეუძლებელი და რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა ჩვენს ფლანგზე. ეს ფაქტია. მოძალადეებს გვეძახიან თუ სხვა რამეს, ეს ფაქტია, რომ ყველა მხრიდან განკითხვის საგანია ჩვენი პოლიტიკური გუნდი.
მაგრამ ამ ფლანგზე არის მოთხოვნა, რომ ამ ყველაფერს მიეცეს ოფიციალური სახე და იმ ხალხს, 50-55%-ს მიეცეს შესაძლებლობა შემოგვხაზოს და დააფიქსიროს, რომ ესენი არიან ჩემიანები, რომ არ მისცეს ხმა „ქართულ ოცნებას“, იმის გამო, რომ არ უნდა „ნაცები“, – აღნიშნა კონსტანტინე მორგოშიამ.