აუცილებელია, რომ 12 წლის ასაკიდან დავიწყოთ ვაქცინაცია

როგორც პედიატრები ამბობენ, ეპიდსიტუაცია გაუარესებულია ბავშვებშიც და კლინიკებში მიმართვიანობა მომატებულია, თუმცა უმრავლესობის მკურნალობა სახლის პირობებშიც შესაძლებელია.

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრი მიიჩნევს , რომ აუცილებელია 12 წლიდან დაიწყოს ბავშვთა ვაქცინაცია. თუმცა, მისი თქმით, აცრების პარალელურად, ეფექტიან ღონისძიებად, კვლავ რეგულაციების დაცვა რჩება.

„ეპიდსიტუაცია გაუარესებულია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებშიც. ბავშვების უმრავლესობის მართვა შესაძლებელია სახლებში, შესაბამისად იმდენი პრობლემა არ უნდა შექმნას, რამდენიც მოზრდილ მოსახლეობაში. აუცილებელია, რომ 12 წლის ასაკიდან დავიწყოთ ვაქცინაცია და ეს მშობლებსაც უნდა გავაგებინოთ. ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელია დავიცვათ დისტანცია, ვატაროთ პირბადე, თავი შევიკავოთ მასობრივი შეკრებებისგან“, – განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

 

“იმედინიუსი”