ბათუმში, კოვიდპაციენტი კლინიკიდან გადახტა! …

ბათუმის სამედიცინო ცენტრის კოვიდპაციენტი კლინიკის მე-3 სართულიდან გადახტა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს კლინიკაში განუცხადეს, 47 წლის კაცი გადარჩა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წელს კოვიდკლინიკიდან გადახტომის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. წინა ორივე შემთხვევის დროს კოვიდპაციენტები ქუთაისში ბომონდის კლინიკიდან გადახტნენ და გარდაიცვალნენ.

წყარო: ptn.ge