“მწარე რეალობაა, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი აცრილი თუ არაა, ექიმების ბრალია!” – ბიძინა კულუმბეგოვი.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
კულუმბეგოვი მოსახლეობის დიდი ნაწილის აუცრელობაზე პასუხისმგებლობას კოლეგებს აკისრებს.
„ხალხის დიდი ნაწილი თუ აცრილი არაა ექიმების (წამყვანი ექიმების) ბრალია!
ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ამას, რომ ვიძახი, მაგრამ მწარე რეალობაა“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
წყარო: newposts.ge