„პატრიარქმა უნდა თქვას, რომ აცრა არაა დემონური და ამაში არაფერია ანტიქრისტიანული“ – ჭიღლაძე

ვინმე, ილია ჭიღლაძემ გადაცემა “კომენტარის ეთერში” განაცხადა:

„კათოლიკოს-პატრიარქმა და საპატრიარქომ უნდა თქვან, რომ აცრა არ არის სატანური, აცრა არ არის დემონური, აცრა არ არის ანტიქსირსტეს ნიშანი, რომ ამაში არაფერი ანტიქრისტიანული და ცოდვისმიერი არაა. ეს ევალება თქვას საპატრიარქოს, პატრიარქს და ჩვენ ამას ვერ ვისმენთ. ეს არის უბედურება, რაც შემდეგ ხელს უწყობს რაღაც შეთქმულების თეორიებისა და ზღაპრების გავრცელებას რელიგიურ საზოგადოებაში, მორწმუნე მრევლში, სამღვდელოებაში.“