თბილისში კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ იმშობიარა. გარდაცვლილი ექიმი-რადიოლოგი ნინო ნაცვლიშვილია. ახალგაზრდა ქალი ბოკერიას კლინიკაში მკურნალობდა.
“მშობიარობამდე ორი კვირით ადრე დაემართა კოვიდი, ბავშვი გადარჩა, ნინო ვერა” – აცხადებენ კლინიკაში. ექიმები ადასტურებენ, რომ ქალმა დაახლოებით 3-4 კვირის წინ იმშობიარა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა დამძიმდა.
„დღეს გარდაგვეცვალა მელოგინე. ამ გოგოს დაახლოებით სამი კვირის წინ გაუკეთდა საკეისრო. იმშობიარა და იმის შემდეგ, ძალიან ბევრი პრობლემა გამოიარა. ძალიან ავად იყო. შემოვიდა კორონავირუსით და დაუმძიმდა მდგომარეობა. საკეისროს მერე ძალიან დიდხანს იწვალა“, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” კლინიკაში.
გარდაცვლილს 2 წლის შვილი დარჩა.
“რეზონანსი”