ახალი სასწავლო წლის დაწყებას პროფესორ-მასწავლებლების უმრავლესობა ვაქცინირებული შეხვდება.
საქართველოს მასშტაბით პედაგოგების 40%-მდე უკვე აცრილია და განათლების სფეროს წარმომადგენლების იმუნიზაცია ინტენსიურად გრძელდება.
მცხეთაში განათლების სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაციისთვის ცალკე სივრცეც გამოიყო, რომელიც მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.
“რუსთავი2”