ევროპამ ავღანეთიდან ლტოლვილ მოქალაქეებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თურქეთი ევროპისთვის „მიგრანტების საცავი“არ იქნება – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ათასობით ადამიანი, ასევე, გადავიდა თურქეთში ბოლო კვირების განმავლობაში, როდესაც ისლამისტმა ამბოხებულებმა დაიკავეს ქვეყანა ქაბულისკენ მიმავალ გზაზე.
„თურქეთს არ აქვს ვალდებულება, პასუხისმგებლობა და არც არის მოვალე, გახდეს ევროპის მიგრანტების საცავი. როდესაც ჩვენ ჩავრაზავთ ჩვენს საზღვრებს და სახლებში დავაბრუნებთ ყველა არალეგალ მიგრანტს, შემდეგ უკვე მათი გადასაწყვეტი იქნება, სად წავლენ“ – განაცხადა ერდოღანმა.
მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ერდოღანმა თქვა, რომ ევროპამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნიდან გაქცეულ ავღანელებზე და დასძინა, რომ თურქეთმა უკვე გააძლიერა საზღვარი ირანთან, საიდანაც ავღანელი ლტოლვილების ნაკადს ელოდება.
როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთს შეუძლია ჩაერთოს მოლაპარაკებებში თალიბანის მიერ შექმნილ ახალ მთავრობასთან „ჩვენი საერთო დღის წესრიგის“ განსახილველად.
შეგახსენებთ, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.
წყარო: pia.ge