ვოლსკიმ პრობლემის არსებობა აღიარა, თუმცა ზოგადი დაპირება გასცა – რა ეშველება წამლებზე უსაშველო ფასებს?!

ფარმაცევტული სფერო საკმაოდ სერიოზულ დარტყმას აყენებს არა მხოლოდ შეჭირვებული ადამიანების ჯიბეს, არამედ მათაც, ვისაც ასე თუ ისე, ნორმალური შემოსავალი აქვს, – აღნიშნული განცხადება 19 აგვისტოს ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, ფარმაცევტული სფერო დაურეგულირებელია და საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ზარალს აყენებს.

“ამ თემაზე სერიოზული საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრს. მუშაობა მიმდინარეობს. იმედი მაქვს, მოიძებნება გადაწყვეტილება, რითაც საზოგადოებას საშუალება ექნება, უკეთესი მდგომარეობა იხილოს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“იმედი აქვს”…

 

ბფმ.გე