20 წლის ნოდარ თამარიანი, რომელსაც ოჯახი 5 დღის დღის განმავლობაში ეძებდა, სახლში დაბრუნდა.
საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ის ინფორმაციით, თამარიანი სახლში უვნებელი და ჯანმრთელი დაბრუნდა.
ინფორმაციისთვის, იგი ვარშავიდან ქუთაისში 14 აგვისტოს ჩაფრინდა, ერთი ღამე სასტუმროში გაატარა, რის შემდეგაც თბილისისკენ გამგზავრებას აპირებდა. სწორედ ამის შემდეგ ვერ მოახერხა ოჯახმა მასთან დაკავშირება.
წყარო: Pia.ge