ზალცბურგთან ახლოს, მყუდრო და თვალწარმტაც ადგილზე, შრტობლ ამ ზეე, ერთ-ერთი კაფეს მფლობელი ქალბატონი უარს ეუბნება მომსახურებაზე მათ, ვინც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით არის აცრილი.
ყავა და ნამცხვარი – მხოლოდ აუცრელებს… კაფეს მფლობელი ჟურნალისტებს კომენტარზე უარს ეუბნება.
სამართლებრივად მას ვერ მოედავებიან, ეს დაადასტურა შტრობლის ბურგომისტრმა ანუ მერმა. აღსანიშნავია, რომ კაფეს აქვს სტატუსი “ბიო”.
ავსტრიელი სოციოლოგები საზოგადოებაში ნაპრალის გაჩენასა და ამით გამოწვეულ სამომავლო პრობლემებს განიხილავენ.