გაერო: ავღანეთში 14 მილიონი ადამიანი ძლიერ შიმშილს განიცდის

ავღანეთში გაეროს სურსათის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისი ვითარდება, ხოლო 14 მილიონი ადამიანი ძლიერ შიმშილს განიცდის.

ინფორმაციას ამის შესახებ AP-ი ავრცელებს.

ავღანეთში მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა, მერი ელენ მაქგროართიმ განაცხადა, რომ ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ძლიერმა გვალვამ და პანდემიით გამოწვეულმა სოციალურ-ეკონომიკურმა შედეგებმა მძიმე მდგომარეობა კატასტროფად აქცია.

წყარო: itv.ge