რუსეთი მზადაა, გააგრძელოს გაზის ტრანზიტი უკრაინაში – პუტინი პირობებს ასახელებს

რუსეთი მზადაა, გააგრძელოს გაზის ტრანზიტი უკრაინაში 2024 წლის შემდეგაც, მაგრამ უნდა გავიგო რამდენს იყიდიან ისინი – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრისას განაცხადა.

პუტინის თქმით, მან მერკელი დაარწმუნა, რომ რუსეთი სრულად შეასრულებს შეთანხმებებს უკრაინის ტრანზიტზე მაშინაც კი, როდესაც ის კანცლერის პოსტს დატოვებს.

„უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი დამოკიდებული იქნება მიწოდების კონტრაქტებზე“ – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პრესკონფერენციაზე საკითხზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას, რომ უკრაინამ, როგორც რუსული გაზის სატრანზიტო ქვეყანამ, 2024 წლის შემდეგაც შეინარჩუნოს საკუთარი როლი.

„გერმანია გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას, რომ უკრაინამ, როგორც რუსული გაზის სატრანზიტო ქვეყანამ, 2024 წლის შემდეგაც, როდესაც მოქმედი კონტრაქტი ამოიწურება, შეინარჩუნოს საკუთარი როლი – განაცხადა ანგელა მერკელმა.

მერკელის თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არა რუსულ-გერმანული პროექტი, არამედ საერთო ევროპული პროექტია.

წყარო: ptn.ge