“ბოლო 4 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი ოდნავ, ძალიან ნელი ტემპით, ისევე როგორც დადებითობის მაჩვენებელი ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ დაიძრა ქვემოთ“ – ამის შესახებ დაავადაბათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა.
– “არ ვიცი, არის შაბათს დაწყებული შეზღუდვების ეფექტი, თუ ეპიდემიის ბუნებრივი განვითარებაა, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი ოდნავ, ძალიან ნელი ტემპით, ისევე როგორც დადებითობის მაჩვენებელი ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ დაიძრა ქვემოთ. თუ ღმერთმა არ ქნას, და კიდევ ნახტომი არ გააკეთა. ამიტომ, მოფრთხილება სჭირდება, აუცილებელად უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია და ავიცრათ.
რა თქმა უნდა, ამ სტაბილიზაციის ტენდენციის გაჩენაში ძალიან დიდი წვლილი აქვს ყოველდღიურად იმ 23-25 000 ადამიანის აცრას“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წყარო: ptn.ge