ავსტრალიის უმსხვილეს ქალაქებში – მელბურნსა და სიდნეიში “ლოქდაუნის” გასაპროტესტებლად მრავალრიცხოვანი ქუჩის აქციები შედგა, საკმაოდ აგრესიული ფორმით.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებების შედეგად რამდენიმე სამართალდამცავი დაშავდა და 7 მათგანი ჰოსპიტალიზებულია.
მელბურნში სამართალდამცავებმა აქციის დაშლისას წიწაკის სპრეი გამოიყენეს და ჯამში 218 ადამიანი დააკავეს. თითოეულ დაკავებულს “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო” მსუყე ჯარიმებს მიუსჯიან.
სიდნეიში, რომელიც ავსტრალიაში სიდიდით მეორე ქალაქია, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის შემთხვევების ზრდის გამო 2 თვეზე მეტია მკაცრი “ლოქდაუნი” მოქმედებს.