“ქართველს, უწესო-უზნეო ადამიანები უფრო მოსწონს და ამ მოწონებას 30 წელია თავგამოდებით არ თმობს”

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

საქართველოში,
შეიძლება უწესო და უზნეო ადამიანი იყო და არ გეშინოდეს იმისა, რომ უწესო და უზნეო ხარ!
პირიქით,
შენი ეს უწესობა და უზნეობა რაც შეიძლება კარგად უნდა მიაწოდო ხალხს და ხალხის საკმაოდ დიდ ნაწილში აუცილებლად მოიპოვებ მხარდაჭერას,
რადგან,
ქართველს, უწესო და უზნეო ადამიანები უფრო მოსწონს, –
და ამ მოწონებას 30 წელია თავგამოდებით არ თმობს, –
ვიდრე,
წესიერი, პროფესიონალი და პასუხისმგებლობის მქონე
ადამიანები, რომლებიც ამ გონებრივად გადაგვარებული ხალხის გულის მოგებას კი არ ცდილობენ, არამედ, პირიქით, ამ ხალხის გაღიზიანებასა და აგრესიას იწვევენ, როცა თვალნათლივ უჩვენებენ მათ, თუ რა ყალბი იდეოლოგიით არიან განადგურებულნი, რა ილუზიებსა და ტყუილში ცხოვრებენ და როგორ სპობენ ქვეყნისა თუ საკუთარი ოჯახების პერსპექტივას.
და ამ ყველაფრის მიზეზი
დაბალი შეგნება,
დაბალი ინტელექტი,
დაბალი განათლება და
წარუმატებლობაა!
ამ წარუმატებლობას ეს ადამიანები უტიფრობით,
ვიღაც არარაობების გაღმერთებითა და ყალბი უსაზიზღრესი იდეოლოგიის მიმდევრობით ნიღბავენ!
ქართული საზოგადოების შინაგანი დეგრადაცია,
ისტორიული ურთიერთგამანადგურებელი ინსტიქტების აღვირახსნილი გაშიშვლება,
ელემენტარული ნორმების იგნორირება, რომელიც არეგულირებს საჯარო სივრცეში ადამიანთა შორის ურთიერთობებს,
აგრესია და ზიზღი ერთმანეთისადმი,
რაც მხოლოდ გაუნათლებელ, ამპარტავან და
გაუნათლებელ, მერკანტილურ და სხვის ხარჯზე ხეირის მიღების სურვილით დამახინჯებულ ადამიანებს ახასიათებთ, –
ყველაფერი ეს, უკვე კონვულსიებამდე მისული რეციდივები აშკარად და დაუფარავად გამოამზეურა
ამ ეპიდემიამ, რამაც ხალხის საკმაოდ დიდ ნაწილს ადამიანის სახე დააკარგვინა და ისინი აგრესიულ მხეცებად აქცია, – ნება რომ მისცე, ქუჩაში სასიკვდილოდ გაიმეტებენ მათი დამთხვეული იდეებისა და პოზიციებისადმი არათავსებად ადამიანებს.
კრიზისი საუკეთესო მდგომარეობაა უბედურების თავიდან ასაცილებლად, მისგან გამოსასვლელად!
ქართული საზოგადოება ღრმა კრიზისშია და აქედან
ან განახლება-განწმენდის ტრაექტორია ამოვა,
ან ეს ჭაობი გაღრმავდება და საზოგადოება კრახს განიცდის!