ზაალ ანჯაფარიძე: არა აქვს ამათ მავნებლობას საზღვარი სახელმწიფო ვიზიტისთვის ზიანის მიყენება უნდათ.
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და წერს, რომ უკრაინაში პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის ვიზიტის დროს, ნაციონალები აუცილებლად მოიფიქრებდნენ რაიმე მავნებლობას. ექსპერტის თქმით, სწორედ ღარიბაშვილის მუშაობის შედეგად მოხერხდა ის, რომ დაღუპული მეომრები სამშობლოში გადმოასვენეს.
– “რა თქმა უნდა ველოდებოდი რომ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტის დროს სააკაშვილი და ნაცები რაღაცას მაინც გამოაგდებდნენ და შედეგად გამოაგდეს ტყუილი, ეტყობა სხვა ვერაფერი მოიფიქრეს, რომ ღარიბაშვილი დღეს ლვოვში აფხაზეთის ომის დროს დაღუპული და აქედან სამშობლოში გადასვენებული უკრაინელი მებრძოლის დაკრძალვას არ დაესწროო, არადა იქვე ახლოს იმყოფებოდაო. ჯერ ერთი ღარიბაშვილი ლვოვში არა დღეს, არამედ გუშინ იყო და ეს ყველამ ნახა, და მეორეც ეს სწორედ სააკაშვილის სტილია მსგავს ღონისძიებები საკუთარი პიარისთვის გამოიყენოს. ისე ცნობისთვის, ეს უკრაინელი მებრძოლი 4 სხვა დაღუპულთან ერთად სწორედ ხელისუფლების, წითელი ჯვრის და ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის მუშაობის შედეგად გადმოასვენეს საქართველოში. არა აქვს ამათ მავნებლობას საზღვარი, სახელმწიფო ვიზიტისთვის ზიანის მიყენება უნდათ და მაწაკობენ ყველანაირად, და აი ასეთებთან რა საერთო ენის გამონახვაზეა საუბარი!” – წერს facebook-ზე ზაალ ანჯაფარიძე.
წყარო: ptn.ge